ამერიკელი მეცნიერ-იმუნოლოგი მაჰმუდ სუჰალი მიიჩნევს, რომ საეკლესიო საკმეველი ონკოლოგიაში დიდი სარგებლობის მომტანია.
თვითონ სუჰალი ერაყში დაიბადა, კარგად იცნობს კეთილსურნელებასა და ნელსაცხებლებს, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა დაახლოებით ათასი წელია არა მარტო რელიგიური, არამედ სამედიცინო მიზნებისთვისაც იყენებს.
საკმევლის ხე ომანის მთებში იზრდება, მისი ზოგი ნაირსახეობა კი – იემენში, ეთიოპიასა და ინდოეთში. საკმევლის კვამლი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ანტიდეპრესანტია.
საკმევლის ფისი გამოიყენება პარფიუმერიულ და ჰომეოპათიურ ნაწარმში, მისი ზეთი კი – არომათერაპიაში. ამჟამად სუჰალის კვლევის საგანია საკმევლის ფისიდან მიღებული აქტიური ნივთიერება, რომელიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას. მიღებულ ხსნარს ჯერ ცხოველებზე ცდიან.