სერობ აჯემიანის შესრულებული სიმღერა „ჰაიასტან“-ის „მუსიკის ავტორი“ მანუკ ხაჩატრიანი პლაგიატის ფაქტს უარყოფს და ქართველ მომხმარებლებს, რომლებიც ამ ფაქტის შესახებ მიუთითებენ – სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
მანუკ ხაჩატრიანი ურთიერთ გამომრიცხავ კომენტარებს აკეთებს და იმასაც ამბობს, რომ კლიპში გამოყენებულია მისი დაწერილი სიმღერა „Hayastan” და ის ძველ სომხურ სიმღერა „caxikneri ashxarhum“-ის მიხედვითაა შექმნილი.
ხაჩატრიანი აცხადებს, რომ სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ სინამდვილეში ძველი სომხური სიმღერა “caxikneri ashxarhum“ გახლავთ და ის ქართველმა ქურდებმა მოიპარეს. „ბო***ო, სასამართლოში აგებთ პასუხს“ – ეს ერთ-ერთი „მარგალიტია“ ქართველი მომხმარებლებისადმი ხაჩატრიანის კომენტარებიდან, დანარჩენის ხილვა სიმღერის კომენტარებში ყველა მსურველს თავად შეუძლია.
ამავე თემაზე იხილეთ სტატია : როგორ იქცა სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ სომხურ „HAYASTAN“-ად (ვიდეო)