საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, აჭარის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტები აწარმოებენ გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სსკ-ს 18-179-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ს 151-ე მუხლით.
დღეის მდგომარეობით, გამოძიების მიერ აღნიშნულ საქმეებზე მოპოვებულია დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მხილებული იქნა ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ., მეტსახელად "ლავას ოღლი".
შედეგად, გამოძიება შევიდა დასკვნით ფაზაში და უახლოეს მომავალში მინდია გ.-ს წარედგინება ბრალი.
მინდია გ. 2015 წლის დეკემბერში დაკავებული იქნა მოლდოვის რესპუბლიკაში. მიმდინარეობს მისი საქართველოში დეპორტაციის პროცესი.