გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-დან 31 იანვარის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცუდი ამინდია მოსალოდნელი.
25-26 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. 27 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, გაძლიერდება ყინვა.
დასავლეთ საქართველოში -7, -2, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -12, -7. გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა იქნება -9, -7 გრადუსი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა 25-27 იანვარს დაბლობსა და ბარში იქნება -3, +2 გრადუსი.
28-31 იანვარს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. 29 იანვრიდან ყინვა შესუსტდება.