ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭანიეთში მიკროავტობუსის მძღოლი დანიშნულ ადგილამდე ვერ მიდის.
"არ არის გაწმენდილი გზა სოფელში და როდესაც გაიწმინდება მაშინ ავალ სოფელში." – ამბობს ჩვენთან საუბრის დროს ჭანიეთის მიკროავტობუსის მძღოლი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ეკა მგელაძის ინფორმაციით, სოფელ ჭანიეთში გზის გაწმენდა უკვე დაწყებულია და აქედან გამომდინარე ნებისმიერ ტრანსპორტის გადაადგილება პრობლემის გარეშე შესაძლებელი იქნება.