ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გზების უმრავლესობა ამ დრომდე გაუწმენდავია. მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ინფორმაციით მთელ მუნიციპალიტეტში 8 ერთეული ტექნიკა მუშაობს და დღის ბოლომდე ქალაქისა და სოფლის ყველა გზა გაწმენდილი იქნება:
_ ძალიან დიდი თოვლი მოვიდა და ბევრი პრობლემაც შეგვიქნა. ამ წუთებში ქალაქის ტერიტორიაზე სამი ტრაქტორი მუშაობს. სამუშაოები მიმდინარეობს მამათში, აცანაში და აკეთში. დამატებითი ტექნიკა გუშინ შემოვიდა მუნიციპალიტეტში და გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, _ აღნიშნა ჩვენთან სუაბრისას ურუშაძემ.
მისივე ინფორმაციით, ლანჩხუთში, ამ დროის მონაცემებით, 900 აბონნეტს არ მიეწოდება ელექტროენერგია:
_ დაზიანებულ უბნებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია და "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები უკვე მუშაობენ ადგილებზე. კომპანიაში გვპირდებიან, რომ დღის ბოლომდე ელექტროენერგიის მიწოდება ყველას აღუდგება, _ გვითხრა ურუშაძემ.