ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მუსიკოსისა და პოეტის იური ჩიხლაძის ხსოვნის საღამო გაიმართა.
"რთულია ორიოდე სიტყვით ვისაუბროთ იური ჩიხლაძის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე. ყოველთვის ცდილობდა, რომ ახალგაზრდებისთვის რაც შეიძლება მეტი კარგი საქმე გაეკეთებინა. ყოველთვის ცდილობდა თავისი ანსამბლის წევრები სხვადასხვა კონკურსებზე წაეყვანა. კონკურსებიდან კი სულ გამარჯვებული ბრუნდებოდნენ. მისი პირველი ლექსების კრებული 1991 წელს გამოიცა, სახელწოდებით "მეუფის გვირგვინი". ყოველთვის გავიხსენებთ მის შემოქმედებას." – ითქვა საღამოზე.
იური ჩიხლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს იური ჩიხლაძის მიერ შექმნილმა ანსამბლმა "ედელვაისმა" და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.
იური ჩიხლაძის შვილის, გიორგი ჩიხლაძის თქმით, ყოველ წელს ცდილობს ხსოვნის საღამო გამართოს.
"დღეს 50 წლის გახდებოდა მამაჩემი. ის 6 წლის წინ დაიღუპა და ყოველ წელს ვცდილობ მისი შემოქმედებითი საღამო გავაკეთო. წელსაც ასე მოხდა და ჩემი ძალებით მოვახერხეთ საიუბილეო ღონისძიების ჩატარება." – გვითხრა გიორგი ჩიხლაძემ.