დიდთოვლობის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში სახლის სახურავი ჩამოინგრა, რომელიც აფხაზეთის ომის გმირის, სიკვდილის შემდგომ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსანის, ნიკა იმნაძის ოჯახს ეკუთვნის.
გამგეობის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე გმირის ოჯახისთვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით ა(ა)იპ "ლანჩხუთი ტექ-სერვისის" რვა კაციანი ბრიგადა იმყოფებოდა, რომელმაც სახლის დაზიანებული სახურავი შეაკეთა და მისასვლელი გზაც გაწმინდა.