ნოუთბუქის შეძენა – ინვესტიციაა, რომელიც საკმაოდ ძვირი გვიჯდება, თუმცა სწორი არჩევანის შემთხვევაში შესაძლოა ამ საკითხმა რამდენიმე წელი აღარ შეგვაწუხოს.
წარმოგიდგენთ ნებისმიერი გემოვნების და ბიუჯეტის მიხედვით არსებულ ნოუთბუქებს. აქ არის როგორც ზემძლავრი მოწყობილობები წარმოუდგენელი მონიტორებით, ასევე დიზაინერული შედევრები და საბიუჯეტო ვარიანტები, რომლებიც თქვენ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და თქვენ საფულესაც მძიმე დარტყმას არ მიაყენებენ. ეს 11 ნოუთბუქი მაქსიმალურ სარგებელს მოგიტანთ.
1. უმაღლესი კლასის ნოუთბუქს ეძებთ, მაგრამ პლანშეტის შეძენის ცდუნება გაქვთ?! Microsoft's Surface Book – იდეალური გამოსავალია
2. თუკი ახალი MacBook-ი გსურთ, მაგრამ ფინანსებში შეზღუდული ხართ, MacBook Air-ი აირჩიეთ
3. ელ-ფოსტის ხშირად შემოწმება, Netflix-ის ფილმების და სერიალების ცქერა და ინტერნეტში სერფინგი გსურთ? Toshiba-ს Chromebook 2 იაფია და დატენვის გარეშე დიდხანს მუშაობს
4. სამუშაოდ სერიოზული მოწყობილობა გესაჭიროებათ? იცოდეთ, რომ პროფესიონალები Lenovo ThinkPad T450s -ს ირჩევენ
5. გსურთ მომავალს შეეხოთ? გასაოცარი ახალი MacBook – სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ
6. Windows-ის პლატფორმაზე არსებულ საუკეთესო უნივერსალურ ნოუთბუქს ეძებთ? შესანიშნავი არჩევანია – Dell XPS 13
7. თუკი Apple-ის ნოუთბუქი გჭირდებათ საუკეთესო მონიტორით, მაშინ აუცილებლად ნახეთ Retina-ს ეკრანის მქონე MacBook Pro
8. საუკეთესო სათამაშო ნოუთბუქი გაინტერესებთ? Asus ROG G751JT-ს წყალობით საუკეთესო გრაფიკის მქონე ყველაზე თანამედროვე თამაშების თამაშს შეძლებთ
9. თუკი თქვენ MacBook Air -ის დიზაინი მოგწონთ, მაგრამ მსხვილი თანხის გადახდა არ გსურთ, Asus ZenBook UX305 – კარგი ალტერნატივაა
10. Surface Book-ის შეძენაში ხელს არასაკმარისი თანხა გიშლით? ჰიბრიდული ნოუთბუქ-პლანშეტი Lenovo Yoga 3 Pro – შესანიშნავი ალტერნატივაა.
11. სათამაშო ნოუთბუქი საუკეთესო დიზაინით – ეს არის Razer Blade QHD+