https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საკურორტო რომანი … ქართულად

20:02; 20.02.2016
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი წერილის სტუმრები თანამემამულე აქტიორების ახალი თაობის წარმომადგენლები იქნებიან.

თავდაპირველად სიტყვას დათო ხურცილავას, იგივე "ჯაპანას" გადავცემ. ბატონი დავითი სულითა და ხორცით ქართველი მამაკაცია და როგორ იქნებოდა ერთხელ "საკურორტო რომანიც" არ ჰქონოდა. კი ჰქონდა, მაგრამ ეს გატაცება დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდა.

"საკურორტო რომანი მქონდა ერთ ქალბატონთან, რომელსაც, არ ვიცოდი, რომ ქმარი ჰყავდა.

ერთხელაც, ღამის სამ საათზე ზარია კარზე. – არიქა, ჩემი ქმარი მოვიდა, უნდა აივნიდან გადახტე, თორემ, თავს მოვიკლავო, – მითხრა ჩემმა „გულის მურაზმა“. ვუთხარი, მოვიდეს, რა მოხდა, ყველაფერს ავუხსნი და გამიგებს, როგორც კაცი კაცს-მეთქი. ახლაც არ ვიცი, რა უნდა ამეხსნა. სანამ ჩვენ ვთათბირობთ. ზარი იცვლება მუშტების ბრახუნით.

მოკლედ, ვისკუპე მესამე სართულიდან – მეორე სართულის აივანზე დავხტი, კიდევ ერთხელ ვისკუპე და – კირით სავსე ავზში აღმოვჩნდი. ისე უხერხულად დავეცი, რომ მკურნალობა დამჭირდა. მივედი სახლში კირით შეთეთრებული და თმაშევერცხლილი. ჩემმა დამ კარი ბოლომდე არ გამიღო, ჯაჭვით ჰქონდა დაკეტილი და ნახევრად ღია კარიდან მიწყობს გამოცდას: – თუ შენა ხარ, მითხარი, როდის აქვს დაბადების დღე ბიცოლაჩვენსო. მე ვუთხარი, უფრო ადვილი კითხვები დამისვი-მეთქი. სამი-ოთხი ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ძლივს შევაღწიე სახლში“.

დათო ხურცილავა კიდევ ერთ სახალისო ოსტორიას მოგვიყვება.

„თავის დროზე ჩემს მეუღლესთან, უფრო სწორად, მის მშობლებთან, ხელის სათხოვნელად რომ მივედი, ერთ ხელში შამპანური მეჭირა, მეორეში – ტორტი, პირში მქონდა ჩაბღუჯული იის კონები და თავით დავრეკე ზარი. გამოვიდა ჩემი ახოვანი სიმამრი და მკითხა – რა გნებავთ, ვინ ბრძანდებითო. მე ვუთხარი, თქვენი ქალიშვილი და მე შეყვარებულები ვართ და ცოლად უნდა გამატანოთ-მეთქი.

დამხედა, თავი სინანულით გადააქნია და მითხრა: – ჩემი ნათელა შენხელა წიწაკას იგდებს ლობიოში, სადილი რომ გაიმწაროს, მაგრამ, რა გიყოთ, სიყვარულმა თქვენ კი არა, კინგ-კონგიც კი გადარიაო. დაგვლოცა და მოგვცა დაქორწინების უფლება“.

ბატონი კახი კავსაძის შვილი ირაკლი დიდი ხანია რაც ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იქაურ თეატრებში არაერთ სპექტაკლებში მიუღია მოაწილეობა. სამწუხაროდ რამდენიმე შემთხვევა მისთვის მარცხით დასრულდა და მუხლის ტრავმა მიიღო. ამ ამბებიდან რამდენიმე წელია გასული და იმ ისტორიებს ირაკლი კავსაძე ჩვეული იუმორით იგონებს.

„კლავდიუსს ვთამაშობდი. იქ არის ერთი ასეთი სცენა, როცა მუხლებზე ეცემი. დავეცი და თვალებში დამიბნელდა, გონება დავკარგე. თავი იატაკს დავარტყი და ამან გამომაფხიზლა. მუსიკას ცოტა ავცდი, მაგრამ, თამაში განვაგრძე.

მერე, კენედის ცენტრში დრაკულას როლს ვთამაშობდი. ჯიბეში ბოთლი მედო, რომელსაც ჩხუბის შემდეგ ვიღებდი. მეორე მსახიობს ხელი უნდა დაევლო, გადავეგდე და ჰაერში უნდა ავმხტარიყავი. ამ ახტომისას, პალტო მხარზე გადამეკიდა, ბოთლი მეორე მხარზე მომექცა და იატაკს დავასკდი. მაშინაც გონება დავკარგე. მოცვივდნენ და წამიყვანეს საავადმყოფოში.

ერთ-ერთი რეპეტიციის დროს მუხლი გარეთ გამომივარდა და ვეღარ ვშლიდი, საშინლად მტკიოდა. არადა, მთავარი როლი მქონდა და ის სპექტაკლიც კენედის ცენტრში უნდა გვეთამაშა. შემცვლელის პოვნა საკმაოდ რთული იყო. ექიმებმა მითხრეს, ვერ ითამაშებო. რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა ვითამაშო-მეთქი. გიჟი ხარო. კი, ასეა, საერთოდ, არტისტები შექანებული ხალხი ვართ-მეთქი. გადამიხვიეს, ტკივილგამაყუჩებლები მომცეს და ასე ვითამაშე. მერე ფეხზე სამი ოპერაცია გავიკეთე. ექვსი წელია, ნორმალურად არ გამივლია, ტკივილგამაყუჩებლებს ვიკეთებდი. მერე გავიგე, რომ თბილისში ვიღაც ხალხური მედიცინის მეთოდით მკურნალობდა. ვიფიქრე, თანამედროვე მედიცინამ ვერ მომარჩინა და, იქნებ, ხალხურმა მიშველოს-მეთქი.

მალამო გამომიგზავნეს და, მართლაც, ტკივილები მომეხსნა. უნდა ნახოთ, როგორი სპორტული და ჯანიანი დასის წევრები გვყავს. სცენაზე დაფრინავენ და ტრავმებსაც ამიტომ იღებენ. თქვენ გგონიათ, მხოლოდ მე მაქვს ტრავმები?!“

ირაკლი კავსაძის შემდეგ სიტყვას ნამდვილ პაროდისტს, ბატონ დათო როსტომაშვილს გადავცემ.                                                                                                               

„ჩემმა ძმაკაცმა გურჯაანში „ადიდასის“ ღორი დაკლა და წავედით ქელეხზე. დაყარეს სუკები და ჩალაღაჯი. ერთი მეგობარი გვყავდა, საჭესთან ის იჯდა და, რა თქმა უნდა, არ სვამდა, ამიტომ, ჩაი გაუწყვიტა ოჯახს – 7 ჭიქა დალია, თითო – ნახევარლიტრიანი. მასპინძელი მეკითხება: ამ კაცს კარგად იცნობო? ჰო-მეთქი. მაიტა, უთხარი, ფეხები ცოტა განზე გაწიოს, შარდის ბუშტი არ გაუსკდეს, დაიმდუღრება ეს შობელძაღლიო. მა რას იტყოდა, რაც ვქეიფობდით, ის გარეთ არ გასულა“.

დათო როსტომასვილს კახურ იუმორზე საკუთარი აზრიც გააჩნია.

„ვაა, ყველაზე მეტად ჩემი მშობლიური იუმორი მიყვარს და რა ვქნა? კახური იუმორი „სოჩნია“ – უცებ იბადება და ხალასია. ყველა კუთხეს ვენაცვალე, თითოეულს თავისი დამახასიათებელი იუმორი აქვს, მაგრამ კახური იუმორი მაინც გულიდან მოდის, ჭეშმარიტია.

ვისაც გინდა, შევედავები, რომ იუმორის აკვანი კახეთში დაირწა. ქუთაისელები ხომ მაგრები არიან და მაგარი იუმორი აქვთ, მაგრამ, ისინი ფიქრობენ, რა თქვან ისეთი, რომელიც მერე გაჯაზდება, კახელები კი თავისთვის ხალისობენ, უცებ ხუმრობენ.

კახელები ბირჟაზე სხედან. იმედა ეძახის ძმაკაცს, რომელიც მელოტი იყო და შუქს ირეკლავდა: – ეე, ბიჭოო! იმან ვერ გაიგო, კიდევ დაუძახეს. მე მეძახი, კაცოო? – ჰკითხა. ხო შენ გეძახი, მზეზე ალაგებულ მაგიდას რომ გიგავს თავიო“.

ოპერატორ თენგიზ ელაშვილს მთელი თბილისი იცნობს. ეს ადამიანი ძირითადად ქორწილებს იღებს და მოსაგონარიც ბევრი გააჩნია.

„15-წლიან მუშაობაში კურიოზს რა გამოლევს?! ერთ შემთხვევას გავიხსენებ. ნეფე-პატარძალს გურჯაანის რაიონიდან, ჯვრისწერა და ხელის მოწერა თბილისში ჰქონდა, მერე კახეთში, ველისციხეში მიგვყავდა „ლიმუზინით“. უკვე გვაგვიანდებოდა და მძღოლმა სიჩქარეს საკმაოდ მოუმატა. წინა სალონში, მძღოლის გვერდით ვიჯექი და კახეთის პეიზაჟებს დიდი ინტერესით ვაფიქსირებდი.

სოფელ კაჭრეთთან, სადაც ცენტრალურ ტრასაზე ზემო-რკინიგზის ხიდი გადადის და ქვეშ უნდა გაძვრე, უცებ რაღაც დიდი ფრინველი შევნიშნე, რომელმაც წამებში ისეთი გრუხუნი გაადინა, მეგონა, ჩვენი ცხრამეტრიანი „ლიმუზინი“ აფეთქდა. ავტომობილი მთლიანად შეირყა. როგორც იქნა, გავაჩერეთ. დანარჩენი მექორწილეებიც, დაახლოებით 40-50 ავტომობილი, ნელ-ნელა გაჩერდნენ.

გადმოვედით „ლიმუზინიდან“ და რას ვხედავთ: მანქანების სახურავები ქათმის სკინტლით ყვითლად არის დასვრილი, ყველაზე მეტად კი – ჩვენი „ლიმუზინი“. უკან რომ მანქანებით მოგვყვებოდნენ, იმათ დაუნახავთ ექვსი პატარა ბავშვი, სკოლის მოსწავლე, რომლებმაც პოლიეთილენის დიდი ტომარა ძლივს გადმოაგდეს ხიდიდან, თან დაიძახეს – „აბა, ბარაქაო“ და სოფლისკენ გაიქცნენ.

ყველა სიცილით იგუდებოდა – ეგ ოინები მამამთილის, „გურჯაანის ნაყინის” დირექტორის, ბატონი ვანოს მოწყობილი იქნება, ეგეთი რამეები ეხერხებაო…მაღლიდან დაცემულმა სკინტლმა ბარაქა იცის, იმ ბავშვებს ერთი 200 დოლარს მისცემდა და, აი, შედეგიცო.

მანამდე კიდევ, რომ გავჩერდით, პატარძალი უკანა სალონიდან გადმოვიდა – რა მოხდაო და, უცებ მის 2 000-ევროიან კაბას სკინტლები ჩამოესხა. სასწრაფოდ განვაგრძეთ გზა. ბაკურციხეში წყალთან გავჩერდით, მანქანები ვედროებით ვრეცხეთ და ველისციხეში ერთი საათის დაგვიანებით ჩავედით. 1 000 კაცი „ლიმუზინს“ სინჯავდა – აბა, სად დეეცა ბარაქიანი სკინტლის ტომარაო!“

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ყველაზე მზრუნველი ადამიანები

10:14; 25 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ყველაზე მომღიმარი და ოპტიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

10:12; 25 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ყველაზე მომღიმარი და ოპტიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

10:11; 25 თებერვალი, 2026
ზაფრანი

როგორ ქორწინდებიან ზოდიაქოს ნიშნები

10:09; 25 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც იდეალური კავშირი აქვთ

10:02; 24 თებერვალი, 2026

პრეზიდენტის სასახლეში პანკისელი ბავშვების ფოტოგამოფენა მოეწყო

ბილ ქლინთონს წონაში დაკლებას აიძულებენ

ყველა სიახლე

ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25.02.2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25.02.2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25.02.2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25.02.2026
სამართალი

“შშმ არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და გააუპატიურა”- პროკურატურა

16:45; 25.02.2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026
პოლიტიკა

ვის შეეხება მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

15:18; 25.02.2026
სამართალი

გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა

15:05; 25.02.2026
პოლიტიკა

ევროპარლამენტარი: საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიისა და ევროკავშირის გეზს, ვიდრე პუტინი არ დამარცხდება უკრაინის ომში

14:50; 25.02.2026
პოლიტიკა

“ვინც “იმედთან” ითანამშრომლებს, განწირულია სანქციებისათვის. გგონიათ ივანიშვილი გაწირავს “ქართუს”? – რომან გოცირიძე

14:48; 25.02.2026
სამართალი

“ეს სიახლე პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ნებისმიერ ადამიანს, ვისი მოსაზრებაც შეიძლება ხელისუფლებაში არ მოეწონოთ”

14:25; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო