ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება- თავისუფალი საქართველოს" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ დავით დარჩია აირჩიეს, რომელიც ასევე ბიუროს წევრი და ბუროს თავმჯდომარე გახდა.
"გურია ნიუსისთვის" ასევე ცნობილია, ვინ გახდნენ ბიუროს წევრები. იოსებ ერქომაიშვილი (გურიის გუბერნატორის მოადგილე), გიორგი ღურჯუმელიძე (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე), გელა კობალაძე (ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე), დავით ჭაკნელიძე (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი), კობა დუნდუა (ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილე).

































































