ერთი ჩვეულებრივი "ლაიქის" გარდა Facebook-მა დაამატა ხუთი, რომ კიდევ უფრო ნათლად შევძლოთ ჩვენი ემოციების გამოხატვა.
აი უკვე მეორე დღეა ჩვენ ახალ რეალობაში ვცხოვრობთ: Facebook-მა ახალი გამოსახულებები დაამატა ემოციების კიდევ უფრო გასამკვეთრებლად. სიმბოლოები აღნიშნავს შემდეგს: "მაგარია", "ჰა-ჰა", "უხ, შენი", "მოვწყინე" და "გაბრაზებული ვარ". თითოეული პიქტოგრამა მის შესაბამის შინაარსს იდეალურად გამოხატავს.
"ლაიქი", ჩვენს ყოფაში, დიდი ხანია იქცა კულტად, მოვლენად. მომხმარებლები ამაყობენ მისით, მარკეტოლოგები- ვაჭრობენ, ინტელექტუალებს ეშინიათ და უფრთხიან მას.
"ლაიქის" ძალა მისი გამოყენების საყოველთაობასა და უნივერსალობაშია. ცნობილი ზემოთ მიმართული ”დიდი თითი" ერთნაირად გამოხატავს მოწონებას სხვადასხვა შემთხვევაში, საქმე ეხება ფისუნიების ფოტოებს, დოლარის კურსის შესახებ ინფორმაციას თუ სერიოზულ ტექსტებს. თავს ვერ ვაღწევთ მისი გამოყენების აუცილებლობას იმ შემთხვევაშიც, კი თუ ტექსტი ტერორისტული აქტების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
ცუკერბერგის გუნდის მიზანი ნათელია: ქსელი საგანგაშო სიჩქარით კარგავს ახალგაზრდა აუდიტორიას, სიტყვას ინტერნეტში სულ უფრო მზარდი აქტიურობით ცვლის მოკლე ვიდეოები, სურათები და სმაილის სიმბოლოები.
ასეთ პირობებში, ძველი და ტრადიციული "ლაიქის" გაძლიერება, რომელმაც სოციალურ ქსელში ინფლაცია განიცადა, ლოგიკური და აუცილებელი ნაბიჯია, რომელმაც ელვისებური წარმატება უნდა მოუტანოს ქსელის შემქმნელებს.