BBC-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გაერომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული პროგრამის გამო მკაცრი სანქციები დაუწესა, ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში მოკლე რადიუსზე მოქმედი ჭურვები გაუშვა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მოკლე რადიუსის რაკეტები საერთაშორისო სამართალს არ ეწინააღმდეგება, სამხრეთ კორეაში მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ კორეისგან რაკეტების გაშვებაზე უფრო მეტი ქმედებაა მოსალოდნელი.
როგორც ცნობილია, მომავალ კვირას სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა წინასწარ დაგეგმილი ერთობლივი წვრთნები უნდა გაიარონ.
გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი წვრთნები ყოველ წელს ტარდება, რის გამოც ჩრდილოეთ კორეაში ბრაზობენ და აცხადებენ, რომ წვრთნები ქვეყნის სამხედრო გამოცდილებაში შემოჭრაა.