პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ თინა ხიდაშელსა და გოგი თოფაძეს შორის ბოლოდროინდელმა უთანხმოებამ, „მრეწველების“ ლიდერს „დიდი პლიუსები“ მოუტანა.
„თოფაძე, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უფრო გაძლიერდა და ახლა ცალკეც რომ გავიდეს, მეტი მხარდამჭერი ეყოლება. ასე რომ, მისდა უნებურად, რესპუბლიკელებმა თოფაძეს კარგი სამსახური გაუწიეს.
თოფაძე საკმაოდ გამოცდილი, გონიერი და მრავლისმნახველი პოლიტიკოსია და სპონტანურ ნაბიჯს არ გადადგამდა. როგორც ჩანს, გუნდში დისკომფორტს გრძნობდა და სტალინთან დაკავშირებული განცხადებებით ის სვლა, რომელიც თვითონაც კარგად იცოდა, რომ უმრავლესობის გემოვნებას არ შეესაბამებოდა, ამიტომ გააკეთა.”- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ 2030-ში.
მან ასევე აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის “ქართული ოცნების” აქტივში შემოყვანა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რამაც გუნდს დადებითი შედეგები მოუტანა. საყვარელიძის მოსაზრებით კოალიცია არჩევნებისთვის ერთიანობას შეინარჩუნებს.
“კოალიცია “ქართულ ოცნებას” ის გუნდი რომ გამოეყოს, რომელიც უშუალოდ ივანიშვილს უკავშირდება, თუ მეტს არა, იმდენივე ხმას მაინც აიღებს, რამდენსაც მთლიანად კოალიცია, მაგრამ ცალკე ყოფნას თავისი მინუსები აქვს.
კოალიციიდან ამ გუნდის გამოყოფა დანარჩენი სუბიექტებისთვისაც არახელსაყრელია. ამიტომ, დაშლის პერსპექტივა ნაკლებად სავარაუდოა.” – აღნიშნა საყვარელიძემ.