ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ კორეას თავდასხმით ემუქრება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ჩრდილოეთ კორეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ დარტყმებს განახორციელებს, როგორც კი ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წრთვნები დაიწყება.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამხედრო სწავლება ყოველწლიურად იმართება და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან დაძაბულობას წარმოქმნის.
როგორც ცნობილია, წვრთნაში 17 000 ამერიკის შეერთებული შტატების, ხოლო სამხრეთ კორეის 300 000 სამხედრო მონაწილეობს.