უკრაინელმა პოლიტიკოსმა და სამხედრო ოფიცერმა, ნადია სავჩენკომ, რომელსაც რუსეთი ორი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებს, წყლის დალევა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC სავჩენკოს ადვოკატის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მან გასულ კვირას მშრალი შიმშილობა დაიწყო, რის გაგრძელებასაც განაჩენის გამოცხადებამდე აპირებდა.
როგორც ცნობილია, სავჩენკო ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის ამბოხებულებმა დაბომბვამდე ერთი საათით ადრე გაიტაცეს, თუმცა რუსეთში აცხადებენ, რომ ის ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარი სურვილით შევიდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, დასავლელი პოლიტიკოსები რუსეთს მოუწოდებენ სავჩენკო გაათავისუფლონ, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გაერო-ში, პროცესს გაყალბებულს უწოდებს.
როგორც ცნობილია, სასამართლოს განაჩენი 21 მარტს გახდება ცნობილი.