ქალაქ ოზურგეთში დაბა ანასეულში 20 ჰექტარი ტყეა დამწვარი _ ეს ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ დაუდასტურა. მისივე თქმით, ხანძრის ძირითადი ნაწილი უკვე ჩამქრალია.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ტყეს ცეცხლი დაუდევრობით, კერძო ნაკვეთში დანთებული ცეცხლიდან მოედო.