ტერორისტული დაჯგუფება "ბოკო ჰარამი" სასაზღვრო ქალაქ დიფაში ნიგერიის სამხედრო მოსამსახურეებს თავს დაესხა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნიგერიის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ნიგერიის ექვსი სამხედრო მოსამსახურე მოკლა, ხოლო სამი დაჭრა.
როგორც ცნობილია, "ბოკო ჰარამი" ორი კვირის წინ ერთსა და იმავე ადგილას სამხედრო ბანაკს თავს ორჯერ დაესხა, რის შედეგადაც ერთი სამხედრო დაიღუპა.