ინდოეთის ქალაქ კოლკატაში მშენებარე ესტაკადა ჩამოინგრა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.
როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ადგილობრივი მაცხოვრებლებიც ეხმარებიან.
ექსპერტების თქმით, დიდი ხანია რაც ინდოეთში სამშენებლო პროექტის უსაფრთხოებაზე მსჯელობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ესტაკადა გარშემორტყმულია შენობებით და მის ქვეშ ინტენსიური მოძრაობაა. მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და მშენებლობის დასრულების ვადა რამდენჯერმე გავიდა.