ცოტა ხნის წინ ბრაზილიის ნაკრების ექსფორვარდი, ლეგენდარული რომარიო, საფეხბურთო კლუბ "ამერიკის" პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა.
კლუბს ქომაგობდა რომარიოს მამა, რომლის ოცნება იყო, მის შვილს ერთ მატჩში დაეცვა "ამერიკის" ღირსება.
2009 წელს, მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, 43 წლის ასაკში, რომარიომ "ამერიკის" რიგებში ლიგა „კარიოკაში” ითამაშა.