დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციისამებრ ლელო გაიმართა, რომელიც საკმაოდ დაძაბული სანახავი გამოდგა. იგი სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და საბოლოოდ ქვემოურთა გამარჯვებით დამთავრდა.
როგორც წესი, შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიდან ბურთი სოფლის მოძღვარმა გამოიტანა. ზუსტად 17 საათზე თამაშის დაწყების ნიშნად თოფიც გავარდა და ბურთიც ავარდა. თავიდან ზემური მოთამაშეები ძალობდნენ, თუმცა დიდი ჯახისა და რამდენიმე საათიანი ჭიდილის შედეგად ქვემოურმა მეტოქეებმა იძალეს და გაიმარჯვეს კიდეც.