ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს გალში, პირველად გაიმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ხურჩაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროს მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იქნება.
ქართული მხარე შეეცდება დაადგინოს, არის თუ არა დაკავებული რაშიდ კანჯი ოღლი. ასევე მოითხოვენ კანონმდებლობის შესაბამისად დაისაჯოს დამნაშავე.
დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა. მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას აფხაზურ მხარეს აკისრებს რუსეთი.
გიგა ოთხოზორია ზუგდიდში გუშინ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაკრძალეს.
წყარო: რუსთავი 2