საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე თბილისში გამართული ღონისძიება BBC-ის ობიექტივში მოხვდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, თბილისში თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილნი იყვნენ – საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის შეიარაღებული ძალების საპატიო ყარაულის ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები.
როგორც მაუწყებელი აღნიშნავს, საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის სამხედროების გამოჩენა ნატო-საქართველოს ერთობლივ სამხედრო წრთვნებს უკავშირდება.
BBC-ის კორესპონდენტი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი, რომელიც საქართველოს მეზობელი ქვეყანაა., არ არის კმაყოფილი საქართველოსა და ნატო-ს ერთობლივი სამხედრო წრთვნებით და მას პროვოკაციულ ნაბიჯს უწოდებს, მაგრამ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ამბობს, რომ საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს.
მაუწყებლის მიერ გადაღებული ვიდეოს ნახვა მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ.