"ნუ იქნებით გულგრილნი" _ წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი რობერტ სტურუა და ერთ ისტორიას იხსენებს:
_ ერთხელ წარმოუდგენელ ამბავს წავაწყდი: ქალაქ სტოკჰლმში, შვედეთის ეროვნულ მუზეუმში ნივთების და არტფაქტების რევიზია ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ უძვირფასესი ექსპონატები უკვალოდ გაქრა.
ფიროსმანის დაკიდება მოინდომა ერთმა პროვინციალმა ჯალათმა თავის უნიჭო კაბინეტში და…დაკიდა კიდეც! მაშინ რაღაც მორიდებული სკანდალის შემდეგ ნაცისტებმა მიასუფთავ-მოასუფთავეს, მოკლედ მიჩქმალეს, დაადუმეს მოწრიპინე გმირები, არავინ იცის რა მოხდა სინამდვილეში.
ავი ჩურჩული მესმის( ვინ გაიგებს ჭორია თუ მართალი ) რომ მუზეუმიდან რაღაც-რაღაცეებიო გადამთიელებმა წაიღესო. თუ წმ.ექვთიმე ღვთისკაცის სასოებით შემონახულ განძს ერთი ნივთიც დააკლდა, რა უნდა ქნას ქართველმა?!ღმერთო, სადამდე დაეცა ჩვენი ისედაც შელახული ზნეობა?!
P.S. ერთი იმერელი მეორე ფიროსმანს ჩუქნის ერს, მეორე – აპარტამენტს ცენტრალურ პარკთან თავის ასპაზიას! _ წერს სტურუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.