ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მწვავე დებატები მოყვა მეხუთე საკითხს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს, პირის სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების და გარდაცვალების შესახებ ოქმის შედგენა და გაცემა შეეძლებათ.
ამ საკითხზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, საკრებულოს დეპუტატ დავით მჟავანაძესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძის შორის პოლემიკა შედგა.