ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გიორგი პაპუაშვილის სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს და სასამართლოს თავმჯდომარეს "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.
აღნიშნული მოთხოვნით დღეს ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გამართა.
"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თუკი სასამართლო არ იხელმძღვანელებს პოლიტიკური ვალდებულებების სიმძიმიდან, გიორგი პაპუაშვილის მხრიდან კანონთან კონფლიქტის ფაქტის დადასტურება შესაძლებელია.
"კერძოდ, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე-16 მუხლის 1-ელი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის მიხედვითაც, "საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი". მოცემულ შემთხვევაში, გიორგი პაპუაშვილმა ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი, როდესაც 2007 წელს სახელმწიფოსგან როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული და სადავო ბინა მიიღო. სწორედ მოსამართლისთვის შეუფერებელი და უღირსი ქცევის კვალიფიკაცია მიეცა გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების ფაქტს 2016 წლის 29 თებერვალს სამთავრობო სხდომაზე, სადაც გიორგი პაპუაშვილს მხარი არ დაუჭირეს ევროსასამართლოში მოსამართლის შესარჩევ კონკურსში. შესაბამისად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საკითხზე შეფასება უკვე გამოთქვა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მისი წევრი მოსამართლის, გიორგი პაპუაშვილის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტაზე, მსჯელობის საგანი უნდა გახდეს", _ აცხადებს კაიკაციშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გიორგი პაპუაშვილის ქონებაჩამორთმეულ როლანდ ბლადაძის ცხოვრების ფაქტი თავად როლანდ ბლადაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც გააპროტესტეს.
როლანდ ბლადაძის ოჯახმა მედიასთან საუბარში სასამართლოს თავმჯდომარის წარსულში არსებული გამონათქვამები და განცხადებებიც გააპროტესტეს, სადაც გიორგი პაპუაშვილი როლანდ ბლადაძეს 2004 წლამდე აჭარაში დანაშაულებრივ ქმედებებში ადანაშაულებდა და აღნიშნეს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს აღნიშნული გამონათქვამებით საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების სურვილი აწუხებს.
როლანდ ბლადაძის ოჯახის განცხადებით, აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილებით, როლანდ ბლადაძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
"შესაბამისად, თუკი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, როლანდ ბლადაძის მიმართ სხვა მნიშვნელოვანი სამხილები იარსებებდა, ქონების ჩამორთმევა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამატების საფუძვლით არ მოხდებოდა და არც მხოლოდ სადავო ქონების ჩამორთმევას დასჯერდებოდა იმჟამინდელი ხელისუფლება. როლანდ ბლადაძის ოჯახმა გიორგი პაპუაშვილს მოუწოდა, რომ სადავო ქონების მიმართ დავის პროცესში, ცილისწამების ნაცვლად, არსებობდეს მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტები. აგრეთვე, გიორგი პაპუაშვილმა არ მოახდინოს გავლენა საქმის განმხილველ მოსამართლეზე, რომელიც დავას თბილისის საქალაქო სასამართლოში აგრძელებს", _ აცხადებენ "ახალგაზრდა ადვოკატები".
არჩილ კაიკაციშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მიზანმიმართულად არ რეაგირებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მასთან სადავო ქონების ირგვლივ წინადადებათა განხილვაზე. სასამართლომ სახელმწიფოს გიორგი პაპუაშვილთან მორიგებაზე დრო ამჯერად საბოლოოდ, 8 ივლისამდე განუსაზღვრა, თუმცა გიორგი პაპუაშვილი სამინისტროსთან კომუნიკაციას თავს არიდებს.
ორგანიზაციის შეფასებით, გიორგი პაპუაშვილი ცდილობს, როგორც მორიგების პროცესი, ასევე სასამართლო განხილვები განუსაზღვრელი ვადით გააჭიანუროს. თუმცა მომდევნო სასამართლოს ხდომაზე, მოსარჩელე მხარე აღარ აპირებს კიდევ ერთხელ სასამართლო სხდომის გადადების წინადადებაზე მხარდაჭერას.
შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, საქმეს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე განიხილავს.
ამავე თემაზე:
მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს – "ახალგაზრდა ადვოკატები"
გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონებაზე სახელმწიფოსთან მორიგება 8 ივლისამდე უნდა შედგეს
რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით
"ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის"
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადაო ქონების საქმეზე პირველი სხდომა გაიმართება
გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! – "ახალგაზრდა ადვოკატები" ომბუდსმენს მიმართვენ
გიორგი პაპუაშვილს სააპელაციო სასამართლომ ქონებაზე ყადაღა მოუხსნა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს
ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე
გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს
"ახალგაზრდა ადვოკატები" პარლამენტს გიორგი პაპუაშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისთვის მიმართავს
პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს
"პროკურატურის ახალი დეპარტამენტი სამართლიანობის აღდგენას დააჩქარებს"
ვენეციის კომისია "ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევას ეხმაურება
"ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს"
"ახალგაზრდა ადვოკატების" მიმართვა პრეზიდენტ მარგველაშვილს
ევროპარლამენტი უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში, გიორგი პაპუაშვილის ცხოვრებას ეხმაურება
"ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან"