ბოსფორის ხიდზე განლაგებული აჯაყებული სამხედროები თურქეთის ხელისუფლებას ბარდებიან. შესაბამისი ვიდეო მასალა ტელეკომპანია NTV-მ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ის სამხედროები, რომლებიც იარაღს ჩააბარებენ და არმიის წარმომადგენლებს ცაბარდებიან, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებიან.
ამ წუთებში თურქეთში კომენდანტის საათია. როგორც გურია ნიუსს უთხრეს, ცოტა ხნის წინ აღდგა სატრანსპორტო მიმოსვლა, თუმცა, ამ დრომდე შეჩერებულია საზღვაო მიმოსვლა.
_ ბოსფორის ხიდზე მხოლოდ ჟანდარმერიის მანქანები მოძრაობენ. არცერთი გემი ზღვაში არ გასულა, _ აღნიშნა ჩვენტან საუბრისას სტამბულში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა.
მისივე თქმით, დაკეტილია სასწავლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.
თურქეთის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ვითარების სრულად დასტაბილურებამდე სახლებში დარჩნენ.