ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასარჩევად კენჭისყრა 14 საათზე დაიწყო.
არჩევნებში მონაწილეობას სამი კანდიდატი, ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე და უნივერსიტეტის პროფესორი ცირა ბარამიძე მიიღებს.
გია შარვაშიძე ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, უნივერსიტეტში მოიტანს გამოცდილებას და კავშირებს.
„არ მგონია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეობა ნიშნავდეს იმას, რომ არ მქონდეს უფლება დავიკავო არჩევითი თანამდებობა. მიმაჩნია, რომ ეს არის გამოცდილება და კავშირები, რომელიც მომაქვს უნივერისტეტში. მე არა მხოლოდ მინისტრის მოადგილედ მიმუშავია, არამედ ჩემი ცხოვრების დიდი მონაკვეთი ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო განათლებაში“, _ განაცხადა გია შარვაშიძემ.