სამწუხაროს და ზოგჯერ არაეთიკურს უწოდებს „რესპუბლიკელებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის დაპირისპირებას "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" წევრი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულ თემაზე კომენტარს მეტად აღარ გააკეთებდა.
რაც შეეხება დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის გადაწყვეტილების მიმღები, ჩუგოშვილი არასერიოზულს უწოდებს.
"პრემიერ-მინისტრი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და ის იღებს ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც უნდა იღებდეს", _ ამბობს ჩუგოშვილი.