"ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის" მუხიანისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ბესიკ დანელიას განცხადებით, N86 უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" რეგისტრატორმა პარტიული ბიულეტენების მოპარვას ცდილობდა.
"ჩვენი კომისიის წევრმა დააფიქსირა, რომ "ნაციონალების" რეგისტრატორი პროპორციული სიის ცისფერ ბიულეტენებს იპარავდა. აღმოჩნდა, რომ პარტიული სიების, ანუ პროპორციული სიების ბიულეტენები უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მაჟორიტარების. დაიწერა საჩივარი. ყველა კომისიის წევრის მიერ იქნა ხელმოწერილი ეს საჩივარი. ასევე აღნიშნულ უბანზე მოხდა რეგისტრატორის ცვლილება. ვეღარ გაიგეს გარკვეული ე.წ. პარტიის წარმომადგენლებმა, რომ ჩვენ აქ ვართ, ვართ ყველგან და მაგათი პარპაშის დრო დასრულდა. დღეს საღამოს საბოლოოდ დავუსვამთ წერტილს", _ განაცხადა მედიასთან საუბარისას დანელიამ.