არასამთავრობო ორგანიზაციებმა მორიგი პრესკონფერენცია გამართეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამ დრომდე კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, თუმცა დარღვევები ფიქსირდება.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთაწმინდის მე-2 უბანთან "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი, გადამოწმდა და არ დადასტურდა.
"მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მთაწმინდის ოლქში #20, #22 უბნებთან ადგილი ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამომრჩევლებისათვის თანხის დარიგებას. საიას დამკვირვებლებმა გადაამოწმეს აღნიშნული ფაქტი. ადგილზე მისვლისას მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირდა", _განაცხადა ნაცვლიშვილმა.