ბათუმში, 51-ე საარჩევნო უბანთან რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც ცნობილია, ვითარება უბანთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც დავით ბერძენიშვილი აღნიშნული ადამიანების ადგილზე ყოფნის მიზეზით დაინტერესდა.
ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ საარჩევნო უბანთან მანქანაში მყოფი რამდენიმე ადამიანი „ქართული ოცნების“ კოორდინატორები არიან და დეტალურად იწერენ ინფორმაციას, იმის შესახებ, ვინ მივიდა საარჩევნო უბანზე და ვინ არა, რის შემდეგაც, კოორდინატორები იმ მოქალაქეებს უკავშირდებიან, რომლებიც არჩევნებზე არ მივიდნენ და მათ დაშინებას ცდილობენ.
ბერძენიშვილის ბრალდებებს მოქალაქეები უარყოფენ.
კითხვაზე რატომ სხედან ავტომობილში მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბანთან, ისინი ამბობენ, რომ მოსწონთ ეს ადგილი.