საგარეჯოს 38-ე საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციის გამოძახება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო უბანზე წესრიგის სათანადო დაცვა ვერ უზრუნველყო.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს #11 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მღებრიშვილი ადასტურებს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
,,საპატრულო პოლიცია იქნა უბანზე გამოძახებული, მაგრამ უბნის გარეთ იყვნენ და შენობაში არ შესულან. დეტალური ინფორმაცია თუ რა მოხდა უბანზე ჯერ არ ვიცი’’,_ განაცახადა ზურაბ მღებრიშვილმა.