მარსზე ცხოვრება 2027 წლიდან იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ ინფორმაციას CNN CEO OF MARS ONE-ის დამფუძნებლის, ბას ლანსდორფის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ეს იქნება მუდმივი გადასახლების მისია. ადამიანები, რომლებსაც ჩვენ გავგზავნით, იქ სამუდამოდ დარჩებიან,"_აცხადებს ლანსდორფი.
მისივე განცხადებით, თავდაპირველად მისიისთვის საზოგადოებიდან 4 ადამიანი შეირჩევა.
"ყოველ 2 წელიწადში ერთხელ 4 ადამიანი შეირჩევა, ხოლო გაგზავნილი ადამიანებს დედამიწაზე აღარ დავაბრუნებთ, ხოლო დამატებით ეკიპაჟებს რეგულარულად გავგზავნით,"_ამბობს ლანსდორფი..
მაუწყებლის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტს ბევრი ეჭვქვეშ აყენებს, ლანსდორფი დარწმუნებულია, რომ მისი განხორციელება რეალურია.