ცესკო უბნების დამატების გარეშე მონაცემების ცვლილების მიზეზებს განმარტავს.
ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, მონაცემები იცვლება იმიტომ, რომ ისინი მოწმდება.
"პირველ ეტაპზე საუბნო-საარჩევნო კომისიიდან შემაჯამებელი ოქმები იტვირთება, რასც ასევე მოჰყვება შესწორებების ოქმები თავისი ახსნა-განმარტებით და იტვირთება შესწორების ოქმებში არსებული მონაცემებიც, სწორედ ამიტომ იცვლება მონაცემები, რომ ისინი მოწმდება", _ განაცხადა მიქელაძემ.