უბედური შემთხვევა მოხდა მეტროსადგურ „ნაძალადევში“. შუა ხნის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მატარებლის სადგურში შემოსვლის დროს წაბორძიკდა და თავის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა მიიღო.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლკელობამდე მიყვანას გულისხმობს.