თიბისი ბანკი „ბანკი რესპუბლიკის" 100%-იანი წილის მფლობელია. აქციათა ნასყიდობის ტრანზაქცია დღეს დასრულდა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, „სოსიეტე ჟენერალმა" და მეორე მხრივ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ჯგუფს „ბანკი რესპუბლიკის" აქციების 100% მიყიდეს.
გარიგების თანხა გადახდილია და აქციები ხვალიდან დარეგისტრირდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ტრანზაქციის შედეგად გამსხვილებულ თიბისი ბანკში EBRD-ის წილი 12.1 % გახდება, ხოლო ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალის" – 5.4%. (R)