თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. შვიდი წევრისაგან შემდგარი აკადემიური საბჭო მომავალ ხელმძღვანელს ფარული კენჭისყრის შედეგად გამოავლენს.
რექტორის პოსტზე წარდგენილი არიან მოქმედი ხელმძღვანელი რევაზ კიკნაძე და ასოცირებული პროფესორი მაია მშვილდაძე.
”რექტორობის კანდიდატები წარადგენენ თავის საარჩევნო კონცეფციას, თავის საარჩევნო გეგმა უკვე დაწერილი აქვთ და აკადემიური საბჭო გაეცნობა ამას, იმსჯელებენ და გააკეთებენ თავის არჩევანს. ჩემი მოლოდინია, რომ მე კვლავ ამირჩევენ. არ გამიკვირდება ასე რომ მოხდეს, მაგრამ დაველოდოთ შედეგებს", _ განაცხადა რექტორობის კანდიდატმა რეზო კიკნაძემ.
რექტორობის კანდიდატი მაია მშვილდაძე კი აცხადებს, რომ მას პროცედურებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.
“საბჭოს მინდა დაველაპარაკო, მაქვს ჩემი შენიშვნები პროცედურების მიმართ და ეს მინდა გავუზიაროთ მათ. მოქმედ რექტორს რომ არ უნდა შევეჭიდო, ეს ძალიან კარგად ვიცი“, _ აღნიშნა მაია მშვილდაძემ.