„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, პარტიიდან დავით უსუფაშვილის წასვლა დიდი დანაკლისია. ლიდერის მიერ პარტიის დატოვებას სამნიძე რესპუბლიკურ პარტიაში“ ახალი ძალების გაძლიერებით და რეფორმების გატარებით ხსნის.
„შედეგებმა და წინასაარჩევნო კამპანიამ ცხადყო, რომ დაბალანსების პოლიტიკა და მთავარი პარტნიორის, მთავარი მრჩევლის პოლიტიკა კოალიციაში იყო მცდარი გზა. ამ შედეგების განხილვამ კი მიგვიყვანა დასკვნებამდე, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ახალი ძალები პარტიაში, გავატაროთ რეფორმები და ვიყოთ მკვეთრად ორიენტირებული ჩვენს იდეოლოგიაზე და ღირებულებებზე, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საკითხი რის გამოც დავით უსუფაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და მან დატოვა პარტია. ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი , დავით უსუფაშვილი არის პროფესიონალი, კვალიფიციური პოლიტიკოსი, როგორც პარტიისთვის, ასევე, ქვეყნისთვის", _ განაცხადა ხათუნა სამნიძემ.