ირინა სარიშვილი კიდევ ერთ კრიტიკულ პოსტს წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. სარიშვილის ადრესატი, ამჯერად, სალომე ზურაბიშვილია.
"ამდენსაუკუნოვან საქართველოს ჰოლანდიის სოფლის ქალი შერჩა სანდრა რულოვსის სახითო", _ გვამცნო რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭებით უკმაყოფილო პარიზული ჯიშის ხოხობმა სალომე ზურაბიშვილმა ეიფელის კოშკის სიმაღლეებიდან…
ცხვარი რომ ტყეში გაზარდო ამით მგელი ვერ გახდება და ვინმე კეთილისმყოფელმა აუხსენით ეს "ძირძველ" პარიზელს…
იმის ახსნას, რომ ასეთ რამეს არც გაიფიქრებს და არც იტყვის შინაგანი კულტურის მქონე ადამიანი, აზრი არა აქვს, რადგან ეს კულტურა ან გაქვს ან _ არა, ქადჟი ან ხარ ან არა!
სტატუსი: საქართველოს პარლამენტი