"ჩვენ ვხედავთ ორპარტიულ პარლამენტს, რაც ვერ იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის", _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
,,რეალურად ჩვენ ვხედავთ ორპარტიულ პარლამენტს, რაც ჩვენ ვნახეთ 2012 წლის შემდეგ, როცა ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი იყო ქართული დემოკრატიისთვის, მაშინ პირველად შეიცვალა არჩევნების გზით ხელისუფლება, იყო იმედი, რომ შემდეგი არჩევნები კიდევ უფრო წინაგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა ეს ვერ მივიღეთ. ჩვენ მივიღეთ ორი პოლუსი – ქართული ოცნება, რომელიც იყო სახელისუფლო გუნდი, მაშინ კოალიცია და ახლა უკვე პარტია და ნაციონალური მოძრაობა. პატიორტთა ალიანსი წამროდგენილია და მივესალმები, რომ მესამე პარტიაც არის, მაგრამ ძალთა ბალანსზე ვერ იმოქმედებენ. რეალური პოლიტიკური თვალსზრისით, ეს არის ორპოლუსიანი“ – განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომევროპული დემოკრატია ვერ შედგა.
,,პირველი ის, რომ საარჩევნო კამპანიამ განაპირობა, ის სურვილები, რაც მქონდა მრავალპარტიულ პარლამენტთან დაკავშრებით, რომ რამდენიმე სტაბილური პარტიის პაექრობაა ევროპული დემოკრტია, ეს ვერ შედგა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და ამ ეტაპამდე მივიდა, თუმცა, არ არის ტრაგიკული ვითარება“, _ განაცხადა გიორგი მრგველაშვილმა.