საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, "არჩევანის" ეთერში საარჩევნო პროცესების მიმდინარეობასა და პროცესებზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა მისი ხმა ისევე დაიკარგა, როგორც უამრავი ამომრჩევლის ხმა, რომლებმაც ხმა მრავალპატიულ პარლამენტს მისცეს, რაც არ შედგა.
"ქართული ოცნების მხრიდან ტემპერატურის აწევის ტენდენცია და კამპანია იყო, მაგრამ ამავე დროს იმავენაირად "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლუსური ძალა , ასევე ეწეოდა კამპანიას. ჩვენ აქ დავინახეთ, რომ ენმ-ც ფაქტობრივად, იგივე რიტორიკაში იყო ჩართული. გვახსოვს სააკაშვილის განცხადებები უკრაინიდან ისეთ დონემდე ასული, რომ ჩვენ მოგვიხდა უკრაინის საელჩოდან წარმომადგენლების დაბარება და ნათლად დაფიქსირება, რომ ასეთი ჩარევა უკრიანიდან არის მიუღებელი. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ძალიან აქტიურად იყო ამ რიტორიკით შემოსული საარჩევნო ველზე, კონკრეტულად საუბარი იყო, რომ სააკაშვილი აპირებს ჩამოსვლას. მისი ჩამოსვლა კი ნიშნავდა იმას, რომ ვითარება უნდა გადასულიყო ექსტრემალურ პირობებში. ბუნებრივია, არჩევნები ისედაც დაძაბული ფონია და პრეზიდენტი, რომელიც ჩამოდის იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ძებნილია და ჩამოდის არა იმისთვის, რომ დაიკითხოს, ეს ბუნებრივად კონფლიქტურია. ეს ძაბავს საარჩევნო ველს, მე მომიხდა იმის გაკეთება რაც არ მინდოდა , მომიხდა უკრაინულ მხარესთან ამის დაფიქსირება. ამ ფონზე ოპოზიცია, რომელიც ბევრად უფრო ტანმორჩილი პარტიებით იყო წარმოდგენილი, მათ ვერ გაიაზრეს, რომ ეს ორი დიდი სტრუქტურა ოცნება და ენმ მოახდენდნენ ველის პრივატიზებას. არ მოხდა ოპოზიციის გაერთიანება, მესამე ძალის შექმნა. მოხდა, ის, რაც მოხდა, ნაწილი ამომრჩეველი გაუცხოვდა საარჩევნო პროცესთან, რადგან შეურიგებელი იყო ამ ორ ძალასთან, მათი ხმები დაიკარგა მათ შორის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩემი ხმაც დაიკარგა, მე სწორედ მრავალპარტიულ პარლამენტს მივეცი ხმა, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა "არჩევანში" სტუმრობისას.