საქართველოს პრეზიდენტი კვლავ არ ეხმაურება ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, განცხადებებს მის მისამართით და განმარტავს, რომ ამის შესახებ საუბარს არც მომავალში აპირებს.
ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.
"მე და ბიძინა ივანიშვილს 3 წელია, არ გვქონია ურთიერთობა. არ ვიცი, რა გეგმა აქვს მას, რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს. ივანიშვილი საუბრობს ჩემზე, მე – არა. ასეთი შემთხვევა, რომ მის განცხადებაზე მე მეპასუხოს, არ ყოფილა.
"ის პოლიტიკური ველი, რაც საქართველოშია, მე არ ვფიქრობ, რომ პრობლემური უნდა იყოს ივანიშვილისთვის და მმართველი გუნდისთვის. პრეზიდენტის ინსტიტუტი დადებით როლს ასრულებს ქვეყანაში," – აცხადებს მარგველაშვილი.
წყარო: რუსთავი 2