საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, ქუთაისის შემოსავლელი გზაზე სამუშაოების წარმოება გრძელდება (სადეფორმაციო ნაკერების და სახიდე გადასასვლელებთან კომპესატორების შეკეთების სამუშაოები), 2016 წლის 29 ნოემბრის დილის 08:00 სთ-მდე, შესაბამისად აღნიშნულ დრომდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის 216-ე კმ-დან (სოფ. ნახშირღელე) ქუთაისის შემოსავლელ გზაზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება, არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე (ძველი მიმართულება), ქ. ქუთაისის გავლით.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 29 ოქტომბერს (№20/8-2392244) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე გეგმიური სამუშაოების წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით, 5 დეკემბრის ჩათვლით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზის 247-ე კმ-დან (ბაში) სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის კმ2 (დაფნარის დაერთება) მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის (ძველი) საავტომობილო გზაზე, სამტრედიის მიმართულებით.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2016 წლის 27 ოქტომბერს (№2693860) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.