მომღერალსა და მსახიობს მადონას ფინანსური კრიზისი აქვს. მან მიიღო გადაწყვეტილება, გაყიდოს მისთვის ძალიან ღირებული საქორწილო კაბა, რომელიც მომღერალს შონ პენთან ქორწილის დროს ეცვა.
კაბის საწყისი ფასი 60 000 დოლარია. მადონა, ასევე, ყიდის ფატას და ფეხსაცმელს, რომელიც ქორწილში ეცვა.
სულ, გაყიდვაში იქნება მადონას 140 ნივთი, მათ შორის კაბა, რომელიც მომღერალსა და მსახიობს ფილმში "მათი საკუთარი ლიგა" ეცვა (1992 წელი).