"არ ვიცით, ვინ და რატომ გაავრცელა პატრიარქის მომართვის არასრული ვერსია," _ განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანიას "იმედის" ეთერში საპატრიარქოდან ჩართვის დროს:
_ ვის დასჭირდა ეს, საინტერესოა. როცა პატრიარქი მიიჩნევს საჭიროდ, რომ ისაუბროს ამ სიტყვებით, საუბარი ასე უნდა გასულიყო.
აუცილებლად უნდა გაირკვეს, ვინ და რატომ გააკეთა ეს. ეს ეკლესიისთვის უმძიმესი საკითხია და ყველა განვიცდით ამ ამბავს.
მამა გიორგის ყველა ვიცნობთ. ასევე, არ გვაქვს საფუძველი, რომ არ ვენდოთ გამოძიებას.
აქვე იმასაც გეტყვით რომ პროკურატურამ საპატრიარქოს წარმომადგენლებს მისცა საშუალება, მტკიცებულებებს გაცნობოდა. თუმცა, დაველოდოთ პატრიარქის ჩამოსვლას, _ განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.