"საქართველოს რკინიგზაში" კატეგორიულად უარყოფენ იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უხვი ნალექის გამო ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალი მატარებელი გზაში შეფერხდა.
ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინფორმაციის გამავრცელებელმა ამბის თხრობისას, მატარებლის გაჩერება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის პერიოდს შეადარა.
"გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად "საქართველოს რკინიგზის" პრესსამსახურს დაუკავშრდა.
გავრცელებულ ინფორმაციას უწყებაში "დეზინფორმაციად" აფასებენ და აცახდებენ, რომ ოზურგეთი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი პრობლემების გარეშე ჩავიდა დანიშნულების ადგილამდე.
"ძალიან საწყენია, რომ ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სიცრუე და არანაირი პრობლემა არ ჰქონია სამგზავრო მატარებელს", _ გვითხრა დაჩი ცაგურიამ.