გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს წესდებაში ცვლილება უკვე შეიტანეს. ერთ-ერთი მთავარი სადაო საკითხი _ ფედერაციის ოფისის მდებარეობა მოგვარებულია.
შეტანილი ცვლილებების თანახმად, გრფფ-ს ოფისი ლანჩხუთში იქნება.
ეს საკითხი დიდი ხანია განხილვის თემა და ფედერაციის წევრებს შორის დაპირისპირების მიზეზიც იყო.
გრფფ-ს ოზურგეთელი წევრები, რეგიონული ოფისს ოზურგეთში ითხოვდნენ, ლანჩხუთელები კი, ლანჩხუთში დატოვების მომხრე იყვნენ.
საბოლოოდ, როგორც უკვე ავღნიშნეთ გადაწყვეტილება ლანჩხუთელთა სასარგებლოდ მიიღეს და წესდებაში ჩაწერეს, რომ ფედერაციის ოფისი ლანჩხუთში იქნება.