კოლუმბიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მაშველები ცდილობენ, ადამიანები, რომელთა ვინაობაც უკვე ცნობილია, რაც შეიძლება მალე დაკრძალონ.
როგორც ცნობილია, კოლუმბიაში მეწყერის ჩამოწოლა გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რის შედეგადაც მდინარეები ადიდდა.
გავრცელებული ცნობით, სტიქიის ზონიდან გადარჩენილი მოსახლეობა სპეციალურ თავშესაფრებში იმყოფება და მათ ჩუტყვავილაზე, ბე ჰეპატიტსა და ტეტანუსზე აცრები ჩაუტარდათ.
ამავე თემაზე:
კოლუმბიაში მეწყერმა 250-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა