როგორც “გურია ნიუსი“ უკვე იუწყებოდა, ლანჩხუთში, სოფელ მამათში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სახლში მემორიალური მუზეუმის გახსნა იგეგმება.
ამასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის საკრებულომ 28 თებერვლის სხდომაზე, გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. სხდომაზე დამსწრე 17 დეპუტატიდან ამ გადაწყვეტილებას მხარი ჩვიდმეტივემ დაუჭირა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სათანადო დოკუმენტების მოწესრიგება, რის შემდეგაც, ედუარდ შევარდნაძის მშობლიური სახლი სახელმწიფო საკუთრებაში გადავა და მასში პოლიტიკოსის სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნება.